03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა თბილისში პარკი გაამწვანეს

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა თბილისში, კიკვიძის პარკი გაამწვანეს. დღეს თბილისის მერის ინიციატივით, კიკვიძის პარკში ის ვეტერანები შეიკრიბნენ, რომლებიც 70 წლის წინ მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ.

ვეტერანებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხეები დარგეს. ოფიციალური მონაცემებით ხვალ თბილისში ფაშიზმზე გამარჯვებას 573 ომის ვეტერანი იზეიმებს.

მათ მერია ერთჯერადად 1000 ლარს გადასცემს, ხოლო ამ ომში მარჩენალ დაკარგული ოჯახები 700 ლარს მიიღებენ.

დღის ამბები