03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
გორში "თავისუფალი ზონის" აქტივისტებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

"თავისუფალი ზონის" აქტივისტები გორში ჩავიდნენ და სტალინის მუზეუმის წინ, რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზიდან წამოღებული ბანერი მიიტანეს და მასზე საქართველოს დროშა აღმართეს.

აქტივისტებმა ასევე, იმ პოლიტიკოსების პლაკატები გამოფინეს, რომლებიც მათი თქმით, ოკუპაციის თემაზე, არასახელმწიფოებრივი განცხადებებით გამოირჩევიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის“ წევრების თქმით, დღევანდელი მთავრობის პირობებში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება რთულია.

 

დღის ამბები