03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ქუთაისში პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა

ქუთაისში პარლამენტის შენობის გარეთ საპროტესტი აქცია გაიმართა.

ნაცონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები, რიგით მოქალაქეებთან ერთად პარლამეტის შენობასთან შეიკრიბნენ.

მთავარი მოთხოვნა, რომელიც აქციაზე ისმოდა მთავრობის გადადგომა იყო. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ პარლამენტს არ დაუჭიროს მხარი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური ამგვარი აქციების გახშირებაზე საუბრობს. 

„ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ეს უუნარო და უნიათო მთავრობა გადადგეს,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

დღის ამბები