03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
გორში “თავისუფალი ზონის” მიერ ორგანიზებული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

“თავისუფალი ზონის” მიერ ორგანიზებული სიმბოლური აქცია, რომელიც გორში, სტალინის სახლ-მუზეუმთან ტარდებოდა, დაპირისპირებით დასრულდა.

ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომოპანია "თრიალეთმა " რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ,, თავისუფალი ზონის" აქტივისტებს ფიზიკურად სტალინის სახლ-მუზეუმთან გაუსწორდნენ.

ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის, ფარნაოზ ჭკადუას განცხადებით, სუს-ის დავალებით მათ თანამებრძოლს ონისე გერგედავას ფიზიკურად 30-მდე პირმა სცემა. მისივე ინფორმაციით, დავალებას პირადად ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილე აძლევდა.

”თავისუფალი ზონის” აქტივისტები გორში ჩავიდნენ და სტალინის მუზეუმის წინ, რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები