03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ხმაურიანი აქცია ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფართან -აქციის მონაწილეები ანტისანიტარიაზე საუბრობენ

რამდენად არის დაცული მუნიციპალურ თავშესაფარში სანიტარული ნორმები და რამდენად კარგად უვლიან ცხოველებს თავშესაფარში?

ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც დღეს ცხოველთა მოყვარულებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ცხოველთა თავშესაფართან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თავშესაფარში ანტისანიტარიაა, არ არის დაცული ელემენტარული პირობები, რის გამოც  ხშირ შემთხვევაში ცხოველები განუკურნებელი სენით ავადდებიან.

მათივე თქმით ხშირია შემთხვევები, როდესაც თავშესაფრიდან გამოყვანილ ცხოველს ჭირი სჭირს. ცხოველთა უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ ეს ეპიდემიის საშიშროებას ქმნის. 

ცხოველთა მოყვარულებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობამ უპასუხა. როგორც „კურიერთან“ საუბრისას ლერი თვარაიამ განაცხადა, მუნიციპალურ თავშესაფარში ანტისანიტარული ნორმები დაცულია და თავშესაფარი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მუშაობს.

 

ავტორი სოფო ვარდიაშვილი

 

 

დღის ამბები