03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
ნერვული შეტევა, კრუნჩხვები, თაბრუსხვევა - გორის რაიონის სკოლაში 9 ბავშვი მოიწამლა

სოფელ კარალეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ცუდად გაკვეთლების მიმდიანრეობის დროს გახდა. მან თავი შეუძლოდ ისტორიის გავეთილზე იგრძნო და გარეთ გამოსვლის შემდეგ გონება დაკარგა.

რამდენიმე წუთში ნერვული შეტევა და კრუნჩხვები კარალეთის საჯარო სკოლის კიდევ 8 მოსწავლეს დაეწყო.

კარალეთის საჯარო სკოლის 9-ვე მოსწავლე სამკურნალოდ გორში გადაიყვანეს. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტებს გაურკვეველი სახის ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ. სკოლის მოსწავლლეებს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

მოწამვლის ვერსიას გამორიცხავენ კარალეთის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელები. მათი ვარაუდით, მეგობრის ცუდად გახდომის შემდეგ ნერვული შეტევა დაემართათ. ამ ვერსიას მოსწავლეების მშობლები ეჭვქვეშ აყენებენ.

9 ბავშვის ცუდად გახდომის ზუსტი მიზეზის დასადგენად კარალეთში სურსათის ეროვნული სააგენტოს წამომადგენლებმა წლის ნიმუშებიც აიღეს.

ავტორები: იზო ჩუბინიძე, თათია ხორბალაძე

დღის ამბები