03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა შესაძლოა მცხეთაში გადაინაცვლოს

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია-უნიკალური საგანძური ადგილმდებარეობას შეიცვლის, თუმცა პრემიერ-მინისტრი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს სად განთავსდება ცენტრი, თბილისში თუ მცხეთაში.

მცხეთაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შესაძლო განთავსებას დადებითად აფასებს ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა კუდავას ინფორმაციით, ამ იდეას ხელს პირადად განათლების მინისტრი უშლის.

მისი თქმით, მცხეთა ცენტრისთვის ოპტიმალური ადგილია, რაც სანიკიძის წინააღმდეგობის გამო ფერხდება. თამარ სანიკიძე მცხეთაში ცენტრის განთავსებისთვის ხელშეშლას უარყოფს. 

ახალი ხელმძღვანელის ვინოაბა კონკურსის წესით, რომელშიც მონაწილეობას ძველი დირექტორიც იღებს, სავარაუდოდ 16 მაისამდე გახდება ცნობილი.

ავტპრები: ანა წერეთელი, ნიკა ლეჟავა

 

ამავე თემაზე
დღის ამბები