18 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ. რამდენად შეესაბამება კანონმდებლობას ამ პოსტზე ქადაგიძის წარდგენა - ამ საკითხის დასადგენად, რეგლამენტის შესაბამისად, დღესვე, დეპუტატებმა სამუშაო ჯგუფი უნდა შექმნან. 

არც სხდომაზე დასწრებას და, შესაბამისად, მომავალში არც კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს ოპოზიცია. ისინი წარდგენილ პოსტზე ქადაგიძის არაკომპეტენტურობასა და სასამართლო სისტემის ერთი კაცისადმი მორჩილებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

დღის ამბები