03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
პრეზიდენტი უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მივიდა

პრეზიდენტი ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე იმყოფებოდა. 

გიორგი მარგველაშვილი ვაკის პარკში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და თავდაცვის მინისტრ თინა ხიდშელთან ერთად მივიდა. მან უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები დილიდან  იკრიბებიან. 

დღის ამბები