03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
ვაკის პარკში პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა 9 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. თბილისში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან დილიდან მიდიან მოქალაქეები, დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.

ვაკის პარკში პირველი საქართველო პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, მივიდა. მასთან ერთად ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, იყო.

ვაკის პარკში პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ 300 ათას ქართველ მეომრებს იხსენებდნენ და 9 მაისის გამარჯვების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ.

დღის ამბები