03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
ქართველი ბაიკერები რუსეთიდან ჩამოსულ ბაიკერებს ვაკის პარკთან ელოდებიან

ვაკის პარკთან ქართველი ბაიკერების აქცია მიმდინარეობს. ისინი რუსეთიდან ჩამოსული ბაიკერების ვაკის პარკში გეორგიევსკის ლენტებით მოსვლის ფაქტის გასაპროტესტებლად არიან შეკრებილები. თუმცა, რუსი ბაიკერები ჯერ ვაკის პარკთან არ გამოჩენილან.

ვაკის პარკთან შეკრებილებს შორის რამდენიმე უკრაინელი ბაიკერიც იმყოფება.

ვაკის პარკთან შეკრებილები საქართველოსა და უკრაინის დროშებით იმყოფებიან და აპირებენ, ხელი შეუშალონ რუს ბაიკერებს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით გეორგიევსკის ლენტებით მარშის მოწყობაში.

დღის ამბები