03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
ბაიკერები ვაკის პარკთან - საგარეო საქმეთა მინისტრი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციისგან

საგარეო საქმეთა მინისტრი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციისგან, - ასე გამოეხმაურა ვაკის პარკთან ქართველი და უკრაინელი ბაიკერების შეკრებასა და რუსეთიდან ჩამოსული ბაიკერების ჯგუფის ვაკის პარკში დაგეგმილ აქციას თამარ ბერუჩაშვილი.

მისი თქმით, დღევანდელ დღეს ყველამ პატივი უნდა სცეს ომის ვეტერანებს, რომლებიც 9 მაისის აღსანიშნავად ვაკის პარკში იმყოფებიან.

გეორგევსკის ლენტები საგარეო საქმეთა მინისტრისათვის სხვა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია.

მინისტრი ბერუჩაშვილი ამბობს, რომ დღეს სპეკულაციებს უნდა მოერიდოს ყველა და „იმ ხალხს, რომლებიც დღეს ვეტერანები არიან და დღეს მათი დღეა, განსაკუთრებული პატივი უნდა ვცეთ“. 

დღის ამბები