03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
რუსეთიდან ჩამოსულ ბაიკერებს მოტოციკლები უკრაინის დროშის ფერებში შეუღებეს

რუსეთიდან ჩამოსულ ბაიკერებს მოტოციკლები უკრაინის დროშის ფერებში შეუღებეს. სატრანსპორტო საშუალებები სხვადასხვა სასტუმროებთან იყო გაჩერებული.

მოტოციკლების გადაღებვის ამსახველი ვიდეომასალა და ფოტოები სოციალური ქსელით დილიდან გავრცელდა.

პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის ინიციატორთა ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

კურიერი უკრაინის დროშის ფერებში შეღებილი მოტოციკლების პატრონებს გაესაუბრა და აღმოჩნდა, რომ ისინი უბრალოდ ტურისტები არიან.

„ჩვენ გეორგიევსკის სიმბოლოები არ გვქონდა და არ ვიცი, რატომ გააკეთეს ეს. დიდი იმედი მაქვს, რომ რუსი ტურისტების მიმართ ქართველ ხალხში აგრესია არ არის,“ - აცხადებენ რუსი ტურისტები.

"ღამის მგლებთან" კავშირს უარყოფენ გორში მყოფი რუსი ბაიკერებიც. კურიერთან ისინიც ამბობენ, რომ უბრალოდ ტურისტები არიან და პოლიტიკა არ აინტერესებთ.

 

დღის ამბები