03 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
სამართალდამცველებმა ვაკის პარკში რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ვაკის პარკში სამართალდამცველებმა ევრაზიული არჩევანის ლიდერისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო რამდენიმე პირი დააკავეს.   

დაკავების მიზეზებზე თავად დაკავებულები  საუბრობენ. 

ახალგაზრდების მეორე ჯგუფის მტკიცებით კი, სამართლადმცველებმა რამდენიმე პირი იმის გამო დააკავეს, რომ ისინი ვაკის პარკში ე.წ. გეორგიევსკის ლენტით შევიდნენ. 

მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს ვაკის პარკში მობილიზებული პოლიციელები არ აკეთებენ. თუმცა, უშუალოდ დაკავების მომენტში აღნიშნულ პირებს მკერდზე ე.წ. გეორგიევსკის ლენტი არ ეკეთათ.

დაკავებულებს შორის არიან როგორც ის პირები, რომლებიც ვაკის პარკში გეორგიევსკის ლენტით შევიდნენ, ისე მათი მოწინააღმდეგეები. 

 

დღის ამბები