03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
მძღოლების ხარჯზე ბიუჯეტის შევსებას გეგმავენ - დავით მესხიშვილი

იგეგმება მძღოლების მასიური დაჯარიმება 70 ლარით - ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცის თავმჯდომარემ გააკეთა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეს პარკინგის ერთ ადგილზე დაახლოებით 12 ავტომობილი მოდის. ამ ფონზე ტროტუარზე პარკირების შეზღუდვა და 70-ლარიანი ჯარიმის დაწესება, ორგანიზაციის განცხადებით, მძღოლების ხარჯზე ბიუჯეტის შევსების მცდელობაა.

„დაჯარიმების შემთხვევაში ათასობით მოქალაქის დაჯარიმება მოხდება, ვინაიდან ეს ტექნიკურად ადვილი შესასრულებელი იქნება. მძღოლების ხარჯზე ბიუჯეტში შევა მილიონობით ლარი,“ - განაცხადა ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა.

ბრალდებებს უკვე უპასუხა თბილისის მერმა. დავით ნარმანია ამბობს, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და ქალაქის ბიუჯეტმა პარკირებიდან მეტი შემოსავალი უნდა მიიღოს.

„ტროტუარებზე პარკირება ეტაპობრივად უნდა შევზღუდოთ. სითი-პარკს კი არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, როცა ბაზარზე გაჩნდება ალტერნატიული კომპანია, რომელიც ჩვენს მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე მრავალსართულიან პარკირების ადგილებს ააშენებს,“ - განცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები