03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
ოზურგეთში გაჭირვებაში მყოფ ოჯახებს სოციალურად დაუცველობის სტატუსი შეუჩერეს

4 სულიან ოჯახში 2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს. უსახსრობის გამო თამარ ტაბატაძემ ვერც შვილებისთვის ინვალიდობის სტატუსის დადგენა შეძლო. ამის გამო ოჯახში არც პენსია აქვთ.

ფსიქიკური აშლილობის მქონე 30 წლის ახალგაზრდა შესაბამისი პროფილის ექიმს ამ დრომდე არ გაუსინჯავს. ოჯახს არც მისი მკურნალობის და არც მოვლის საშუალება არ აქვს, ამიტომ ურჩევნიათ, ბიჭი ოჯახისგან იზოლირებული, ჩაკეტილ ოთახში ჰყავდეთ.

რამდენიმე თვის წინ თამარ ტაბატაძეს მეუღლე დაეღუპა. იმის გამო, რომ ჯახს ერთი წევრი გამოაკლდა, სოციალური დახმარება მოუხსნეს. ეს ტაბატაძეების მთავარი შემოსავალი იყო.

გაჭირვებული ოჯახის მდგომარეობას სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.

ოზურგეთში, ე.წ. შანჰაის დასახლებაში კიდევ 28 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივებს აქ არც საცხოვრებელი ფართები აქვთ დაკანონებული, არც გაზი აქვთ და არც გზა. ტაბატაძეების მსგავსად კი, ოჯახების უმეტესობას სოციალური დახმარება მოხსნილი აქვს.

 

ავტორები: თამთა დოლენჯაშვილი, ლადო მენაბდე, ლევან ხიტირიძე, გიორგი ჩიკვილაძე, ნათია ბუცხრიკიძე.

დღის ამბები