03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
რუსი ბაიკერების წინააღმდეგ საპროტესტოდ შეკრებილებილი მოქალაქეებიდან 7 ახალგაზრდა დააკავეს

დაკავებები ვაკის პარკში დღეს დილიდან დაიწყო. 7 ახალგაზრდა მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ რამდენიმე მოქალაქესთან შელაპარაკება გიორგიევსკის ლენტის გამო მოუვიდათ. ისინი მოქალაქეებს სიმბოლოს მოხსნას სთხოვდნენ და რამდენიმე შემთხვევაში ჩამოხსნა თავადაც სცადეს. წინააღმდეგობას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ლენტებით 9 მაისის აღსანიშნავად ვაკის პარკში რუსი ბაიკერები, ე.წ. "ღამის მგლები", უნდა მისულიყვნენ. რუსი ბაიკერები ვაკის პარკში არ მისულან. თუმცა შეკრებილებს ინციდენტი სხვა მოქალაქეებთან მოუხდათ.

 

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი

დღის ამბები