03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ვაკის პარკში დაკავებულებს სასამართლომ 100-100 ლარიანი ჯარიმა დაუდგინა

ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ვაკის პარკში გეორგიევსკის ლენტით მისულ მოქალაქეებთან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული პირების საქმეზე საქალაქო სასამართლომ იმსჯელა.

დაკავებულებიდან გია ჭანტურიამ და თავისუფალი ზონის ფოტოგრაფმა სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, დანარჩენ 5 დაკავებულს კი მოსამართლის გადაწყვეტილებით 100 -100 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

დაკავებულების უფლებებს ადვოკატი გოგა ონიანი იცავდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაკის პარკში ახალგაზრდები დღეს პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

დღის ამბები