03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს პრემიერ-მინისტრი უსამძიმრებს

ქობულეთში გამთენიისას მომხდარ ტრაგედიას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაცვლილის ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ყველა ხარჯს მთავრობა გაიღებს.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქობულეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. ამ უბედურებამ მთელი საქართველო შეძრა. თანავუგრძნობ და ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას.

უბედურ შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა, მათ შორის - 31 მოზარდის. ისინი ცეცხლმოკიდებული შენობიდან პოლიციელებმა და მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს.

შესაბამის სამსახურებს უკვე დაევალა გამოიძიონ მომხდარის მიზეზები და მიიღონ სათანადო ზომები,"-წერს ღარიბაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები