03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ქობულეთის რაიონულ სამმართველოში გამთენიისას მომხდარი ხანძრის თვითმხილველების დაკითხვა მიმდინარეობს

ქობულეთში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, რომლის დროსაც 3 ბავშვი დაიღუპა გამოძიება ადგენს. მომხდარის დეტალებზე ინფრომაციას ამ წუთებში ადგილობრივი სამართალდამცველები სასტუმროში მყოფი პირებისგან იგებენ. 

არსებული ინფორმაციით ქობულეთის რაიონულ სამმართველოში ამ წუთებში რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის "სიხარული 2-ის" ქორეოგრაფ გოგი მარღანიას და ანსამბლის წევრი ბავშვების მშობლებს კითხავენ. 

დაკითხვას ქობულეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ. 

რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, იქ ამ მდრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

3 დაღუპული ბავშვის ცხედარი კი პროზექტურაშია გადასვენებული. 

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები