03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
„ანსამბლის ხელმძღვანელები სვამდნენ და ბავშვები ჩაკეტილები იყვნენ,“- ქობულეთის ხანძარზე სასტუმროს მფლობელი საუბრობს

„ანსამბლის ხელმძღვანელები სვამდნენ და ბავშვები ჩაკეტილები იყვნენ,“- ეს განცხადება ჟუნრალისტებთან რამდენიმე წუთის წინ იმ სასტუმროს მფლობელმა გააკეთა, სადაც დღეს დილით 3 ბავშვი დაიღუპა. 

როგორც სასტუმროს მფლობელი, შერმადინ ართმელაძე აცხადებს, შემთხვევის დროს ბავშვები ოთახში იყვნენ ჩაკეტილები და მათ ხანძრის დროს გარეთ გამოსვლა ვერ მოახერხეს.

„კონდიციონერი ათას 700 ლარი ღირს ის ირთვება და ითიშება თავისით. ვინ ჩაკეტა ბავშვები. გამთენიის 05:00 საათამდე ეს ქალი და სხვებიც ისხდნენ ქვევით და სვამდნენ. მე ხომ არ მივაქცევდი მათ ბავშვებს ყურადღებას. თქვენც ხომ ნახეთ ნასვამები იყვნენ. უნდა გაირკვეს ვინ და რატომ ჩაკეტეს ბავშვები,“- აცხადებს ჟუნრალისტებთან საუბრისას სასტუმროს მფლობელი შერმადინ ართმელაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები