03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
ავიაკატასტროფა ესპანეთში-დაღუპულია 4 ადამიანი

4 ადამიანი ემსხვერპლა ავიაკატასტროფას ესპანეთში. კომპანია "ეარბასის" ახალი სამხედრო თვითმფრინავი ქალაქ სევილიის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა. ბორტზე სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა, ლაინერი თურქეთისთვის იყო განკუთვნილი და კატასტროფის დროს, ის საცდელ ფრენას ახორციელებდა.

მომხდარის ოფიციალური მიზეზის დადგენამდე ბრიტანეთმა და გერმანიამ ამ ტიპის თვითმფრინავის ექსპლუატაცია შეაჩერეს. მომხდარის სავარაუდო მიზეზი ის გახდა, რომ თვითმფრინავი ავარაიული დაშვების დროს ელექტროსადენს წამოედო.

დღის ამბები