03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
სასწრაფო დახმარების სამსახური კახეთში მომხდარ ავარიას გამოეხმაურა-უწყება ბრალდებებს უარყოფს

გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის დროს ადგილზე დაგვიანებით მისვლას სადისპეჩერო სამსახურის მონიტორინგის ხელმძღვანელი უარყოფს  და ამტკიცებს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 12 წუთში იმყოფებოდა.

„დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, როდესაც მეორე ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო გადავეცით და ისიც 12 წუთში მივიდა ადგილზე“-განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას სადისპეჩერო სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ამირან გოგიტიძემ.

შეგახსენებთ, რომ კახეთში მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ჩვილი ბავშვია. არიან დაშავებულებიც. თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები