03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ანსამბლი "სიხარული 2-ის" ქორეოგრაფი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბავშვები არ ჩაუკეტიათ

რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდნენ ქობულეთის პოლიციაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით რუსთავის ქორეოგრაფიულ ანსამბლის ქორეოგრაფი გოგი მარღანია, ანსამბლის პედაგოგები და მშობლები, რომლებიც ბავშვებს თან ახლდნენ.

დაკითხვიდან გამოსული ანსამბლის ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფს სასტუმროს მეპატრონის ბრალდებას - ოთახში ბავშვების ჩაკეტვასთან დაკავშირებით.

"ვვახშმობდით, არ ვქეიფობდით.  ბატონი გოგი საერთოდ არ სვამს გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული,"-განაცხადა "კურიერთან" საუბრისას ჯგუფის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

გოგი მარღანიას თქმით, სასტუმროში ხანძარი სავარაუდოდ, იმ კონდიციონერის სადენებიდან გაჩნდა, რომელიც დაღუპული ბავშვების ოთახში იყო დამონტაჟებული.

 

დღის ამბები