03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
200 ათასად გაკეთებული წყლის სისტემიდან ამღვრეული წყალი მოდის-წინარეხის მოსახლეობის გასაჭირი

კასპის რაიონის სოფელ წინარეხში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ელოდნენ, რომ სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნებოდათ, რადგან მუნიციპალური განვითარების ფონდის 200 ათასი ლარით მდინარეში ახალი დრენაჟი დაუმონტაჟეს და ახალი მილებით წყალი ხალხს ეზოებშიც შეუყვანეს. ადგილობრივები იხსენებენ, რომ თავიდან ონკანში სუფთა წყალი მოდიოდა, მაგრამ მალე ის აიმღვრა და მოსახლეობა დღემდე ჩივის.

ორშაბათს, როდესაც გამგებელი საკრებულოს სხდომას ესწრებოდა, ოთახში რამდენიმე წინარეხელი ხელში მღვრიე წყლით სავსე ბოთლით შევიდა.

ამჯერად, გამგებელმა აღიარა, რომ წყალი ახლადაშენებული დრენაჟიდან იმღვრევა, თუმცა ძველი მიზეზი ბოლომდე არ უარყო. მიზეზი ასეთია: წყლის რეზერვუარს ახალთან ერთად ძველი, დაზიანებული მილიც უერთდება.

საკრებულოს სხდომის ხმაურიანი განხილვების დროს გამგებელმა განაცხადა, რომ ახალი პროექტი მუშავდება და პირობა დადო, რომ პრობლემას ორ დღეში ადგილზე გაეცნობოდა. 

ავტორი:ლაშა კვესელაძე

დღის ამბები