03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ბაღი რომელიც 3 თვეა იხსნება-გორის ვიცე-მერის დაპირებები

„პოსტსკრიპტუმი“ ვერხვების დევნილთა დასახლებაში ბაღის გახსნის შესახებ დაპირებას უკვე მესამედ ამოწმებს.

პირველი ინტერვიუ გორის ვიცე-მერთან ვაჟა ჯოხაძესთან ბაღის გახსნასნაზე 7 მარტს არის ჩაწერილი, სადაც ის გახსნის ვადად ერთ თვეს ასახელებს. შემდეგი ინტერვიუ უკვე 8 აპრილს ჩაიწერა, როდესაც ბაღი ისევ იგივე მდგომარეობაში იყო და ვიცე-მერი პირობას დებდა, რომ აღდგომის შედეგ დაიწყებოდა ყველა საჭირო სამუშაოები და ბაღი სამაგალითო იქნებოდა, რომელშიც ძირითადად დევნილებს დაასაქმებდნენ.

ბოლო ინტერვიუში ვაჟა ჯოხაძემ ბაღის გახსნის თარიღად 5-6 მაისი დაასახელა.

დღეს „პოსტსკრიპტუმს“ ბაღი ისევ ცარიელი დახვდა, თუმცა პროცესი დაწყებულია და შეძენილია ინვენტარი. ახლადდანიშნული დირექტორი აცხადებს, რომ ბავშვების მიღებაზე განაცხადებს უკვე იღებენ.

გორის ვიცე-მერი კი აცხადებს, რომ მისთვის ბაღი გახსნილია და შენობაში ბავშვები მომავალი კვირის ბოლოს შევლენ.

„პოსტსკრიპტუმი“ საბავშვო ბაღს ვერხვების დევნილთა დასახლებაში მომავალ კვირასაც გადაამოწმებს. 

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა.

ავტორი:გიორგი გვიშიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები