03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
9 მაისი გორში და ვეტერანების კოლონები წითელი დროშებით

9 მაისი გორში პომპეზურად აღნიშნეს.  სპეციალურად ამ დღისთვის გორში ხულოდან, ჭიათურიდან და საჩხერიდან ვეტერანების კოლონები ჩავიდნენ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური ღონისძიებები დაგეგმა.

9 მაისს გორში ძირითადად ანტიდასავლური გამოსვლები ისმოდა და ევრაზიული კავშირის მომხრეც ბევრი იყო. ქალაქში გეორგიევსკის ბაფთიანი ბავშვები, რუსეთის დროშიანი მოხუცები და საშუალო ხნის ხალხი იყვნენ გამოსულები.

სადღესასწაულო აქციებზე ბევრი იყო ისეთი ახალგაზრდაც, რომლებმაც სტალინისა და მის მიერ განხორციელებული რეპრესიების შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა სტალინის სახელის სადიდებლად მაინც გამოვიდა. 

ავტორი:თენგო გოგოტიშვილი

დღის ამბები