03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
პროტესტი გრძელდება-ფოთის პორტის თანამშრომლები მოთხოვნებს არ ცვლიან

ფოთის პორტის 600-მდე თანამშრომლის მთავარი მოთხოვნები ხელფასების 14 პროცენტით მომატება, მე-13 ხელფასის გარანტირება, ბონუსური სისტემისა და კოლექტიური ხელშეკრულების გადახედვაა. გაფიცულები ასევე, უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას ითხოვენ.

კომპანიამ კომპრომისის სახით გაფიცულებს ხელფასის 7 პროცენტით გაზრდა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. პროფკავშირმა გაზრდილი ფასებით მინიმალური სამომხმარებლო კალათა დათვალა, ლარის ინფლაცია გაითვალისწინა და ხელფასის გაზრდა 14 პროცენტით ამის საფუძველზე მოითხოვა. 

„ეი-პი-ემ“ ტერმინალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 14 პროცენტიანი ზრდის გარდა ყველა პუნქტის დაკმაყოფილებაზე თანახმა არიან, მაგრამ გაფიცულები კატეგორიულ უარზე რჩებიან.

„ეი-პი-ემ“ ტერმიანლის ადმინისტრაცია თავის მხრივ ჩივილს აპირებს. მიზეზი აქციის გამართვის პროცედურული ნორმების დარღვევაა. ტერმინალში აცხადებენ, რომ კანონით გათვალისწინებული 12 დღის მაგივრად გაფრთხილება მხოლოდ გაფიცვის დღეს მიიღეს.

ავტორი:თეკლა დოლიძე

დღის ამბები