03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ქობულეთში დაღუპულ ბავშვებს კლასელები და მეგობრები იხსენებენ

ბავშვები, რომლებიც ხანძარს გადაურჩნენ, რუსთავში საღამოს 18:00 საათზე დაბრუნდნენ. ანსამბლ ”ხალიბის” წევრები ორი დღის წინ ”სიხარული 2”-თან ერთად ქობულეთში ფესტივალზე გაემგზავრნენ და კონცერტის შემდეგ ღამე ორ სხვადასხვა სასტუმროში გაათენეს.

ბავშვებმა დღეს დილით 05:00 საათზე შეიტყვეს, რომ მეზობელ სასტუმროში ხანძრის შედეგად სამი თანატოლი გარდაიცვალა. 

დაღუპული 11 წლის რევაზ დემეტრაშვილი რუსთავის კერძო სკოლა ”რეცაში” სწავლობდა. მისი თანატოლები თორნიკე ხვიჩია და დათო ზაქარაძე კი კლასელები იყვნენ და რუსთავის მე-11 სკოლაში სწავლობდნენ.

გარდაცვლილი ბავშების კლასში მთელი დღე კლასელები და მშობლებლები იყვნენ შეკრებილები. უფროსები იხსენებდნენ, რომ თორნიკე და დათო ცეკვიდან გასტროლებზე ხშირად დადიოდნენ, თუმცა კარგადაც სწავლობენენ და წარჩინებული მოსწავლეები იყვნენ.

მასწავლებლები და მშობლები გამოძიების შედეგებს ელოდებიან, თუმცა ეჭვი იმ შენობის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით გამოთქვეს, სადაც ქობულეთში ბავშვებმა ღამე გაათენეს.

 

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები