03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ბანკის სესხის გამო ქუჩაში დარჩენის საფრთხე და სიმსივნით დაავადებული დიასახლისი-ჯანგულაშვილების ოჯახის ტრაგედია

დალი ჯანგულაშვილს ბოლო 20 დღეა ტკივილებს მორფინით უყუჩებენ, მას მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს.

ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრება. მისმა შვილმა წლების წინ ბიზნესისთვის 2 ათას 800 დოლარი სესხად აიღო, რისთვისაც სახლი, რომელშიც ცხოვრობენ იპოთეკით დატვირთა.

ბანკში გადასახდელი თანხის უმეტესობა დალი ჯანგულაშვილის შვილმა დედისთვის იმ გამოკვლევებში გადაიხადა, რომელსაც საყოველთაო დაზღვევა არ ანაზღაურებს.

ოჯახმა უკვე მიიღო გაფრთხილების წერილი. 18 მაისამდე ათას 200 დოლარის არგადახდის შემთხვევაში სახლი აუქციონზე გაიყიდება.

ავტორი:რუსუდან დათუკიშვილი

დღის ამბები