03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
9 მაისი-განსაკუთრებული დღე ქართველი ვეტერანებისთვის და ყოფილი მებრძოლების განსაკუთრებული მზადება

91 წლის ვახტანგ თავშავაძე ახალგაზრდობაში არტილერისტი იყო. ომში 17 წლის წავიდა. „პოსტსკრიპტუმთან“ მან მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მძიმე დღეები გაიხსენა. დღეს ამბობს, რომ 70 წლის მერეც ესიზმრება თითქოს ომშია და იბრძვის. გამარჯვებას რითიც შეუძლია ყოველთვის აღნიშნავს.

9 მაისს იხსენებს ნინო კინწურაშვილიც, რომელიც არ იბრძოდა თუმცა ექთნად მუშაობდა.

პრემიერის ინიციატივით მეორე მსოფლიო ომის მებრძოლები 1000 ლარს მიიღებენ. ქალბატონი ნინო ამ თანხის გადადებას მისი გარდაცვალებისთვის აპირებს.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 9 მაისს წლიდან წლამდე ელოდებიან და თითოეული მათგანი ვაკის პარკში წასასვლელად განსაკუთრებულად ემზადება.

ავტორი: გვანცა სუთიძე

 

დღის ამბები