03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
ქობულეთში დამწვარ სასტუმროსთან ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს

ქობულეთში "ხასანას" სასტუმროსთან ექსპერტ-კრიმინალისტებმა, გამომძიებლებმა და მაშველებმა მუშაობა დაასრულეს. 

რამდენიმე წუთის წინ ქუჩაზე საავტომობილო გადაადგილებაც აღდგა. 

სასტუმრო "ხასანა" კი ხანძრის შედეგად სრულად არის დამწვარი. წინასწარი ინფორმაციით ცეცხლი სასატუმროში გამთენიისას გაჩნდა და ის დაუზუსტებელი ინფორმაციით გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია, თუმცა ხანძრის ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და დამატებითი დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 

ადგილზე დღეს მთელი დღის განმავლობაში "კურიერის" და "პოსტსკრიპტუმის" გადამღები ჯგუფები მუშაობდნენ. 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები