03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
„მე ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ვთხოვ პასუხს,“- მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქობულეთის შემთხვევაზე

„მე ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ვთხოვ პასუხს,“- ამ განცხადებას "პოსტსკრიპტუმთან" მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი აკეთებს.

ის ფიქრობს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ განახორციელოს კონტროლი შენობა-ნაგებობებზე, რათა მსგავსი ინციდენტებისგან დამსვენებლები და მაცხოვრებლები იყვნენ დაცულები. ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბევრია ისეთი შენობები სადაც არც სახანძრო კიბეა, არც სიგნალიზაცია და არც ევაკუაციის გეგმა არსებობს.

"ეს უბედურება არ მოხდებოდა, რომ ვიღაცას იქ დაეყენებინა სახანძრო სიგნალიზაცია, რომელიც ელიავას ბაზრობაზე 20-40 ლარი ღირს. მე ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ვთხოვ პასუხს. ეს იყო საცხოვრებელი სახლები და შემდეგ გადააკეთეს სასტუმროდ. ეს პრობლემაა, არ შეიძლება სასტუმროში მარტო ოთახები იყოს, აუცილებელია ევაკუაციის გეგმა, სახანძრო კიბე და ა.შ. ეს კი დაურეგულირებელია და მისახედია ეს პრობლემა,“- აცხადებს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები