03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
ჩაკეტეს თუ ჩაიკეტნენ - ქობულეთში ბავშვების დაღუპვის სამ ვერსიაზე საუბრობენ

ჩაკეტეს თუ ჩაიკეტნენ-ამ კითხვაზე პასუხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამართალდამცველები გამოძიებას დაასრულებენ, თუმცა დილიდან ქობულეთში იმ მიზეზებზე საუბრობენ, თუ რატომ ვერ გამოვიდა 3 ბავშვი ცეცხლწაკიდებული სასტუმროდან, მაშინ როცა სასტუმრო სხვა 30-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ვერსია არსებობს, სამი: მათგან ერთ-ერთის მიხედვით ბავშვები მშობლებმა ოთახში გარედან ჩაკეტეს, რათა ღამე ქუჩაში არ გაპარულიყვნენ;

მეორე ვერსიის თანახმად, ხანძრის გაჩენის შემდეგ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები გაცხელდა და ჩაიკეტა და ბავშვებმა კარის გაღება ვერ შეძლეს.

მესამე ვერსიის თანახმად ხანძრის დროს ბავშვებმა გაიღვიძეს, თუმცა გარეთ ვერ გავიდნენ და თავი აბაზანას შეაფარეს სადაც არსებული ინფორმაციით ისინი დაღუპულები იპოვეს.

ქობულეთში ამ ვერსიებს განიხილავენ, თუმცა საბოლოო პასუხს გამოძიება იტყვის. ექსპერტ-კრიმინალისტები დღეს შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები