03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
საყოველთაო ჯანდაცვას პრობლემები ექმნება

საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოქალაქეების ჯიბეებს უკვე დიდი ხანია დაეტყო, თუმცა ახლა უკვე პრობლემა საქართველოში ყველაზე წარმატებულ პროგრამად აღიარებულ საყოველთაო ჯანდაცვას ექმნება. 

შარშან თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 200 მილიონი ლარით დაფინანსდა წელს მისი დაფინანსება 470 მილიონი ლარით ხდება, თუმცა ინფლაციის მაჩვენებელმა უკვე შექმნა პრობლემები და პროგრამის გამართულად მუშაობისთვის დამატებითი თანხები გახდა საჭირო, უხეში გათვლებით პროგრამის წარმატებულად მუშაობისთვის დამატებით 70 მილიონი ლარია საჭირო. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეები ამბობენ, რომ ხშირად უწევთ მკურნალობის თანხის ან ნაწილის ან სრულად დაფარვა. პრეტენზიები აქვთ, ექიმებსაც და ექთნებსაც. მათ ნაწილს ხელფასი უკვე წელიწადზე მეტია არ აუღია ნაწილი კი მათთვის განკუთვნილ თანხაზე საუბრობს. 

პრობლემები არა მხოლოდ მოსარგებლე მხარეს და ექიმებს, არამედ სადაზღვეო კომპანიებს და თავად საავადმყოფოებსაც შეექმნათ. 

ავტორი მიხეილ სესიაშვილი. 

დღის ამბები