03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
"პრემიერს მარეგულირებელ კომისიაზე ზეწოლა არ მოუხდენია, ქაოსი შექმნა მედიამ,"- კახა კალაძე

"პრემიერს მარეგულირებელ კომისიაზე ზეწოლა არ მოუხდენია, ქაოსი შექმნა მედიამ,"- ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს გააკეთა. 

ვიცეპრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მარეგულირებელი კომისია აქტიურად მუშაობს და მუშა პროცესის დასრულების შემდეგ დადგინდება, გაიზრდება თუ არა ტარიფები. 

"ეს იყო მიზანმიმართული აჟიოტაჟი ტელევიზიების მხრიდან. ამას ვამბობ იმიტომ, რომ მარეგულირებელმა როდესაც დაიწყო ტარიფების ზრდაზე კომპანიების მიერ შეტანილი განცხადებების განხილვა გარკვეულმა ტელევიზიებმა და მედიასაშუალებებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ტარიფები გაიზრდება. მინდა ვთქვა, რომ მიმდინარეობს მუშა პროცესი და მარეგულირებელი კომისია მუშაობს. კომისიას ვადა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აქვს სექტემბრის დასაწყისამდე. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას მას ზეწოლა არავიზე არ მოუხდენია, კომისია მუშაობდა და მუშაობს დამოუკიდებლად,"- აცხადებს კახა კალაძე. 

დღის ამბები