03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვები რუსთავში პროზექტურაში გადაასვენეს

ქობულეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი სამი მოზარდი რუსთავში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ადგილზე დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრები, ნათესავები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

დაღუპულთა ვინაობის დასადგენად გარდაცვლილების მშობლებს დნმ-ის ანალიზიც აუღეს. პასუხების მიღებამდე კი ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში იქნება დასვენებული.

უკვე ცნობილია, რომ პროცედურების დასრულების შემდეგ რეზო დემეტრაშვილს, თორნიკე ხვიჩიას და დავით ზაქრაძეს რუსთავში ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის მიზეზების დადგენა, სავარუდოდ, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

განიხილება ცეცხლის გაჩენის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, მათ შორის ელეტროსადენების მოუწესრიგებლობა და სიგარეტის ნამწვავი.

რუსთავის ანსამბლის ”სიხარული2”-ს წევრების, ქორეოგრაფებისა და მშობლების დაკითხვა ქობულეთის პოლიციაში გვიანობამდე გაგრძელდა. საგამოძიებო უწყებიდან ბოლო ერთ-ერთი გარდაცვლილი ბიჭის და გამოვიდა, რომელმაც ხანძრი პირველმა შენიშნა.


უბედური შემთხვევა გუშინ გამთენიას, აღმაშენებლის გამზირზე, სასტუმრო ”ჰასანში” მოხდა, სადაც რუსთავიდან ჩასული ფოლკლორული ანსამბლის ”სიხარული-2-ის” წევრები იმყოფებოდნენ. 45 ადამიანი, მათ შორის, 31 ბავშვი, ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაუილი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები