03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
სამი მოზარდის ცხედარი რუსთავის გორგასლის სახელობის ტაძარში გადაასვენეს

ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვები რუსთავის ექსპერტიზის ბიუროდან ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

ადგილზე დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრები, ნათესავები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.  

ქობულეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი სამი მოზარდი რუსთავში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ცოტა ხნის უკან  გადაასვენეს.

რეზო დემეტრაშვილი, თორნიკე ხვიჩია და დავით ზაქრაძე ქობულეთში, სასტუმრო ჰასანში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები