03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე რამდენიმე ვერსია განიხილება

რატომ ვერ შეძლეს ბავშვებმა ალმოდებული ოთახიდან თავის დაღწევა და რამ გამოიწვია ხანძრი? - ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის მიზეზების დადგენა, სავარუდოდ, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მანამდე კი მხოლოდ ვერსიებზე შეიძლება საუბარი. განიხილება ცეცხლის გაჩენის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი - მათ შორის ელეტროსადენების მოუწესრიგებლობა და თამბაქოს ნამწვავი.

დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა სასტუმროს მეპატრონემ, რომელიც მანამდე ამტკიცებდა, რომ ოთახის კარი, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ გარედან იყო ჩაკეტილი.

არ არის გამორიცხული, მოზარდებმა მეტალო-პლასტმასის კარის გაცხელების გამო, ვერ შეძლეს მისი გაღება. კარის გარედან ჩაკეტვის შესახებ ინფომრაცია უარყვეს მაშველებმაც.

დღის ამბები