03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას სახალხო დამცველი ეხმაურება

"სახელმწიფო პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, მიმართული უნდა იყოს ტრაგედიების თავიდან აცილებისკენ. მხოლოდ პოსტფაქტუმ განხორციელებული რეაგირება, რასაკვირველია, საკმარისი არ არის”,-ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას სახალხო დამცველი გამოეხმაურა.

”ასეთი სამწუხარო ფაქტები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ყველას, თუ როგორი მნიშვნელოვანია ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის სათანადო ფუნქციონირება, რომ ეს არის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სათანადოდ გაიაზროს პასუხისმგებლობა და მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა საგანგებო სიტუაციების პრევენციისათვის”,-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები