03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ქობულეთში დაღუპული ბავშვების ოჯახებს დახმარება გადაეცემათ

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10-10 ათასი ლარის ოდენობის დახმარება გადაეცემათ. გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს კი ქალაქ რუსთავის მერია გაიღებს.

მომხდარ ტრაგედიაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განცხადება გააკეთა. 

"დაწყებულია გამოძიება, ყველანაირ საფრთხეს სჭირდება თავიდან აცილება და ეს არის როგორც კერძო ფირმის ასევე ყველას პასუხისმგებლობა და შესაბამისად იყო თუ არა იქ დაცული ზომები ესეც გამოსაძიებელია," - განაცხადა იზორიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები