03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
NDI- მოსახლეობას განსაკუთრებულად აწუხებს სიღარიბე, უმუშევრობის მაჩვენებელი და ფასების ზრდა

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგ შედეგებს აქვეყნებს. NDI-ს კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ ყველაზე მთავარ სამ პრობლემად მოსახლეობაში სიღარიბე, უმუშევრობა და ფასების ზრდა სახელდება.

როგორც აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა განაცხადა, პირველად მოხდა, როდესაც კვლევაში ყველაზე პრობლემატურ საკითხთა სამეულში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვერ მოხვდა.

„კვლევის თანახმად დადგინდა, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე პრიორიტეტულია ეკონომიკური საკითხებია. ხალხი ფიქრობს, რომ უმუშევრობის დონე მაღალია, სიღარიბე და ფასების ზრდა. პირველად გამოჩნდა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღარ არის პრობლემატურ საკითხების პირველ სამეულში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მთავრობისთვის, რომ მოსახლეობის ამ წუხილს შესაბამისი პროგრამებით უპასუხონ,“ - განაცახდა NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა ტორნტონმა 

ამავე თემაზე
დღის ამბები