03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
NDI – გამოკითხულთა 90 პროცენტის აზრით 2012 წლის შემდეგ ფასები გაიზარდა

NDI-ს კვლევების მიხედვით გამოკითხულ მოქალაქეთა 90 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ ფასების მაჩვენებელი გაუარესდა. მხოლოდ 8 პროცენტს მიაჩნია, რომ მდგომარეობა უცვლელია ხოლო 1 პროცენტის აზრით ინფლაცია ქვეყანაში არ არის.

შეკითხვაზე პასუხი არ გასცა გამოკითხულ მოქალაქეთა ერთმა პროცენტმა.

გამოკითხულთა 46 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, 47 პროცენტს მიაჩნია, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა, მხოლოდ 4 პროცენტიაზრით გაუმჯობესდა მდგომარეობა ამ კუთხით.

რაც შეეხება კორუფციას - გამოკითხულ მოქალაქეთა 56 პროცენტს მიაჩნია, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა, 11 პროცენტი ამბობს, რომ - გაუმჯობესდა, ხოლო 28 პროცენტის თქმით, ამ მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა.

ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მიმართულებით გამოკითხული მოქალაქეების 56 პროცენტი ფიქრობს, რომ მდგომარეობა სფეროში გაუმჯობესდა. 26 პროცენტს მიაჩნია, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა და 14 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ვითარება გაუარესდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები