03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
NDI - გამოკითხულთა 34 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი და მათი ოჯახის მდგომარეობა 2012 წელთან შედარებით გაუარესდა

კითხვაზე, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ თქვენი და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ  უარეს მდგომარეობაში, იგივე მდგომარეობაში, თუ უკეთეს მდგომარეობაში, - 55 პროცენტი ამბობს, რომ იგივე მდგომარეობაშია.

გამოკითხულ მოქალაქეთა 34 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი მდგომარეობა გაუარესდა. ეს მაჩვენებელი 2014 წლის აგვისტოში კი 20 პროცენტს არ აღემატებოდა ხოლო 2013 წლის მარტში უკმაყოფილო მოქალაქეთა რაოდენობა 10 პროცენტამდე იყო.

გამოკითხულთა მხოლოდ 11 პროცენტი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები