03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
NDI - გამოკითხულთა 37 პროცენტის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI საზოგადოებრივი კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულ მოქალაქეთა 37 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.  მაშინ როცა აღნიშნულ კითხვაზე პასუხი 2012 წლის ნოემბერში 11 პროცენტი იყო.

34 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა საერთოდ არ ვითარდება. აღნიშნული მაჩვენებელი რამდენიმე პუნქტით არის გაზრდილი 2012 წლის ნოემბერთან შედარებით. მაშინ გამოკითხულ მოქალაქეთა მხოლოდ 12 პროცენტი თვლიდა, რომ ქვეყანა საერთოდ არ ვითარდებოდა.

 საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება ფიქრობს, გამოკითხულ მოქალაქეთა 23 პროცენტი. ეს მაჩვენებელი 2012 წელს 50 პროცენტს აჭარბებდა. 2014 წლის აგვისტოში კი 40 პროცენტზე მეტი იყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები