03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
დაღუპული 3 ბავშვი - პატრიარქი დაღუპული ბავშვების მშობლებს შეხვდა

ქობულეთში დაღუპული 3 ბავშვის ცხედარი ამ დროისთვის რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარშია დასვენებული. ტაძარში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე. 

პატრიარქი დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრებს შეხვდა, გაესაუბრა და დალოცა ისინი. 

ტაძარში იმყოფებოდა ასევე განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მოადგილეებთან ერთად. მათ ოჯახს მიუსამძიმრეს. 

ცენტრალური ხელისუფლება გარდაცვლილების ოჯახებს 10 ათასი ლარით დაეხმარება. ასევე, ოჯახებს დახმარებას გაუწევს რუსთავის მერიაც. მერია გაიღებს დაკრძალვის ხარჯებს და ოჯახებს ფულად დახმარებსაც გაუწევს.

 

ფოტოს ავტორი: info rustavi

ამავე თემაზე
დღის ამბები