03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
„გემზე, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს, საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება“, - საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო

6 ქართველი დაბომბვაში მოყვა ლიბიის სანაპიროსთან. ისინი მეზღვაურები არიან და თურქული სატვირთო გემზე მუშაობენ. გემს ცეცხლი ლიბიის სანაპიროსთან გაუხსნეს. თავდასხმა საპორტო ქალაქ ტობრუკთან მოხდა. თავდაპირველად ხომალდს ზღვიდან, შემდეგ კი ჰაერიდან გაუხსნეს ცეცხლი.

ბოლო მონაცემით დაიღუპა კაპიტანი, დაჭრილია, ეკიპაჟის რამდენიმე წევრი.

თურქული კომპანიის კუთვნილი გემს სახელად "თუნა ერთს" ტვირთი ესპანეთიდან ლიბიაში გადაჰქონდა. მომხდარს უკვე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო და იერიში დაგმო, ოფიციალურმა ანკარამ ლიბიაში საპროტესტო ნოტაც გაგზავნა. ინფორმაცია მომხდარზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა.

"ამ წუთებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეეები, კერძო 6 მეზღვაური იმყოფება გემზე, რომელიც დაიბომბა ლიბიის წყლებში და დაშავდა რამდენიმე მეზღვაური, მათ შორის, გარდაცვლილია თურქი ეროვნების კაპიტანი. სააგენტო ცდილობს სიტუაციის გარკვევას და მეზღვაურთა გამოყვანას შექმნილი მდგომარეობიდან. მოვლენათა განვითარების შესახებ გაცნობებთ დამატებით", - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

დღის ამბები