03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
"იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული, გამოსაძიებელია," - ლევან იზორია ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს. ლევან იზორიას განცხადებით, გამოძიება დაწყებულია და ყველა სიახლის შესახებ საზოგადოება გაიგებს.

"ყველანაირ საფრთხეს სჭირდება თავიდან აცილება და ეს არის, როგორც კერძო პირის, ასევე ყველას პასუხისმგებლობის საკითხი. შესაბამისად, იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული, გამოსაძიებელია", - განმარტავს ლევან იზორია. 

დღესვე დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

"ეს იყო შემზარავი ფაქტი და მთელი საქართველო გლოვობს მომხდარს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.   

დღის ამბები