03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
სენაკში ადგილობრივი პროკურატურის შენობასთან აქცია გაიმართა

ხმაური იყო სენაკის პროკურატურასთან. აქ პატიმრის, რომეო არახამიას ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. ისინი ადგილობრივ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვდნენ და საქმის დეტალები აინტერესებდათ.

პროკურატურის შენობასთან მცირე დაპირისპირებაც მოხდა, რის შედეგადაც შენობის შესასვლელი კარი დაზიანდა.

რომეო არახამია მარიხუანის გამოა დაკავებული - ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალება მას სამართალდამცველებმა ჩაუდეს.

დღის ამბები