03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
NDI- საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება გამოკითხული ადამიანების 41 პროცენტისთვის მიუღებელია

NDI-ის შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს გაწევრიანება ევრაზიის კავშირში – დადებითი პასუხი 31 პროცენტმა გასცა. 41 პროცენტმა აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია, დანარჩენებმა კი პასუხზე უარი თქვეს, ან აირჩიეს კატეგორია "არ ვიცი".

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი – გამოკითხულთა უმეტესობა – 65 პროცენტი მას დადებითად აფასებს, 20 პროცენტისთვის კი ეს მიუღებელია.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა მისაღებია 68 პროცენტისთვის, მიუღებელი კი - 16 პროცენტისთვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები